ჩვენი მთავარი მიზანი ქართული დიპლომატიური კორპუსის გაძლიერებაა. ამიტომ, ჩვენი დიპლომატები მუდმივად გადიან ინსტიტუტის სავალდებულო თუ ნებაყოფლობით არჩეულ სასწავლო პროგრამებს.
სასწავლო პროგრამები
დიპლომატებისთვის
საჯარო მოხელეებისათვის
ინსტიტუტი მუდმივად სთავაზობს საჯარო მოხელეებს საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში სხვადასხვა სასწავლო კურსსა და ტრენინგს.
სხვა პროგრამები და კურსები
სხვადასხვა სასწავლო პროგრამა და კურსი გათვლილია მსმენელთა ფართო აუდიტორიისთვის, მათში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
ინსტიტუტის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი 2012 წელს დაარსდა. ჩვენი მთავარი მიზანია დიპლომატიური სამსახურისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საჯარო მოხელეების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და, შესაბამისად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შესრულების ხელშეწყობა.


უცხოელებისათვის
დიპლომატიური ინსტიტუტი გთავაზობთ სპეციალურ საგანამანათლებლო პროგრამებს, რომელიც საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლებისა და აქ მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი.
ჩვენ შესახებ
„მიხარია, რომ დიპლომატიური ინსტიტუტი ჩემი კარგი მეგობრისა და ელჩის ლევან მიქელაძის სახელს ატარებს. ინსტიტუტისთვის უკეთეს სახელს ალბათ ვერც აარჩევდნენ, რადგან ლევან მიქელაძე ყოველთვის განსაკუთრებით ზრუნავდა საქართველოზე, მის საგარეო პოლიტიკასა და იმ ახალგაზრდა დიპლომატებზე, რომლებიც აქ სწავლობენ“.
„დიპლომატიური ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, საჯარო მოხელეებისათვის განკუთვნილ სპეციალურ კურსში მივიღე მონაწილეობა. ლექტორების უმეტესობა სხვადასხვა ქვეყანაში ნამუშევარი ყოფილი ელჩა. მათგან გამოცდილებისა და პრაქტიკული რჩევების მოსმენა უდავოდ ძალზედ საინტერესო იყო.“
„საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელება სათანადოდ მომზადებული დიპლომატების გარეშე წარმოუდგენელია. მოხარული ვარ, რომ დიპლომატიური ინსტიტუტი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და გარდა ქართველი დიპლომატებისა და სხვა საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებისა, ხელს უწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და მის პოზიტიურად წარმოჩენას“.
„საკონსულო ფუნქციებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად მიწევდა ურთიერთობა როგორც საჯარო, ასევე არასაჯარო პირებთან. მათთან კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, თურქულ ენაზე ხდებოდა. რომ არა ცენტრის მიერ ორგანიზებული თურქული ენის მოსამზადებელი კურსი, რომელიც გავიარე, უდავოდ გამიჭირდებოდა კომუნიკაციის დამყარება. ვთვლი, რომ ეს ინსტიტუტი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქართული დიპლომატიის განვითარებაში“.
„შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურმა ინსტიტუტმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებასა და დიპლომატად ჩამოყალიბებაში. დიპლომატებისთვის განკუთვნილმა სასწავლო პროგრამამ, ძალზედ კონკრეტული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მომცა საკონსულო საქმიანობის ირგვლივ. მადლობა კიდევ ერთხელ“.
სიახლეები
პუბლიკაციები
ჩვენი პუბლიკაციები
ინსტიტუტი გთავაზობთ საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ანალიტიკურ სტატიებსა და კვლევებს, რომლებსაც როგორც ინსტიტუტის მკვლევრები, ასევე მოწვეული ექსპერტები ამზადებენ.
